ძმებ კლიჩკოებს რინგზე დაპირისპირებაში 100 მილიონ დოლარს სთავაზობდნენ. ამის შესახებ 38 წლის ვლადიმერ კლიჩკომ Larrybrownsports-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "ცნობილი ამერიკელი პრომოუტერი 100 მილიონს გვთავაზობდა იმაში, რომ ერთმანეთთან გვებრძოლა, თუმცა ამას არასდროს გავაკეთებთ, რადგანაც დედაჩვენს პირობა მივეცით, რომ ერთმანეთის პირისპირ რინგზე არასდროს დავდგებოდით. თანხა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იყო, მაგრამ ვიტალი იმდენად მიყვარს, რომ მილიარდზეც არ დავთანხმდებოდი,"-აცხადებს ვლადიმერ კლიჩკო.
მასალის გამოყენების პირობები