ნატოს გენერალური მდივანი დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. იენს სტოლტენბერგისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა მიუნჰენის კონფერენციის ფარგლებში შედგება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ალიანსის გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტებს ის თემები გააცნო, რაზეც რუსეთის პირველ დიპლომატთან აპირებს საუბარს. სტოლტენბერგის თქმით, ის რუსეთს მინსკის შეთანხმებით ვალდებულებებს შეახსენებს და უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდებს.
გარდა ამისა, სტოლტენბერგი ლავროვს იმასაც განუმარტავს, თუ რატომ გახდა საჭირო აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს კონტინგენტის გაზრდა.