ნატო აღმოსავლეთ ევროპაში სამეთაურო-სასწავლო ცენტრებს ქმნის. ამ საკითხს ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები მომავალ კვირას განიხილავენ.
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, საუბარია 6 ახალ ცენტრზე, რომლებიც პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და ბალტიისპირეთის 3 რესპუბლიკაში გაიხნება.
ახალ ცენტრებში 50 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე განთავსდება.