დასავლეთმა უკრაინას აქტიური ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა უნდა გაუწიოს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაზეთ "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"რუსეთი დონეცკელ და ლუგანსკელ სეპარატისტებს უჭერს მხარს, რითაც ჯუნგლების კანონებს ამკვიდრებს. მოხარული ვარ, რომ მსოფლიო პოლიტიკის ძირითად მოთამაშეებს ეს კარგად ესმით, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან აქტიური მხარდაჭერა გვჭირდება, როგორც ფინანსური, ისე სამხედრო,"-აღნიშნა პაველ კლიმკინმა.