პროკურატურაში იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ექსპერტი მამუკა არეშიძე დაიკითხა
ექსპერტი საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც დღის პირველ ნახევარში მან სპეციალურ ბრიფინგზე, განაცხადა, რომ ვაზაგაშვილის მკვლელმა საქართველო დატოვა და საქმეში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობენ. არეშიძე პროკურატურის კითხვებს ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა.
შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვნეს. ის აფეთქების შედეგად დაიღუპა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
იური ვაზაგაშვილი წლების მანძილზე ითხოვდა 2006 წელს, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას, რომელიც ამ დრომდე არ არის დასრულებული.