საბერძნეთის ახალი ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის ვეტოს დადების შესაძლებლობას განიხილავს.
ამის შესახებ ბერძნული გამოცემა Ekathimerini იუწყება.
მათი განზრახვის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ევროკავშირის ლიდერების მსჯელობას არ ეთანხმება.
ხუთშაბათს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საბერძნეთის საგარეო უწყების ახალი ხელმძღვანელი, ნიკოს კოტზიასიც დაესწრება, რომელიც მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობის მომხრეა.
რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მისაღებად ევროკავშირს ყველა, 28 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. საბერძნეთს შეუძლია ვეტო დაადოს დანარჩენი ქვეყნების გადაწყვეტილებას.
მასალის გამოყენების პირობები