უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი 2019 წლიდან შეწყდება. ამის შესახებ "გაზპრომის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიქტორ ზუბკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირს ახალი ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტი 3-ჯერ შემცირდა, რის გამოც კიევმა დაახლოებით მილიარდი დოლარი დაკარგა. უკრაინაში გამავალ გაზსადენს მომავალი წლის ბოლოსთვის ე.წ. "თურქული ნაკადი" ჩაანაცვლებს, რომლითაც ევროპა ყოველწლიურად 63 მილიარდ კუბამეტრ გაზს მიიღებს. ახალი გაზსადენის მშენებლობაზე რუსეთი და თურქეთი 1 დეკემბერს შეთანხმდნენ.
მასალის გამოყენების პირობები