იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები მეუღლე და მისი და პროკურატურაში იმყოფებიან. როგორც ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აცხადებს, შეხვედრას გაცნობითი ხასიათი აქვს, რომელიც ორივე მხარის თხოვნით იმართება.
ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს საგამოძიებო უწყებაში შესვლისას მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვნეს. ის აფეთქების შედეგად დაიღუპა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
იური ვაზაგაშვილი წლების მანძილზე ითხოვდა 2006 წელს, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას, რომელიც ამ დრომდე არ არის დასრულებული.
მასალის გამოყენების პირობები