უკრაინის რადამ რუსეთის ფედერაცია აგრესორად აღიარა. დადგენილებას 271 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. უმაღლესმა რადამ მიიღო მიმართვა გაეროს, ევროპარლამენტის, ეუთოს, ნატოს საპარლამენტო ასაბლეის, სუამის და ეროვნული პარლამენტებისადმი მოწოდებით- აღიარონ რუსეთის ფედერაცია აგრესორად. ხოლო დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ტერორისტულ ორგანიზაციებად.
"უმაღლესი რადა აღიარებს რუსეთის ფედერაციას აგრესორ სახელმწიფოდ და მოუწოდებს უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებს არ დაუშვან კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში ბრალდებულთა დაუსჯელობა",- ნათქვამია უმაღლესი რადას მიმართვაში.
პარლამენტარები ასევე მოუწოდებენ საერთაშორისო თანამეგობრობას დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები აღიარონ ტერორისტულ ორგანიზაციებად.