ბილ გეიტსმა ინდოეთის უმაღლესი ჯილდო მიიღო. "მაიკროსოფტის" დამაარსებელსა და ცნობილ მილიარდერს განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში გაწეული წვლილისთვის "პადმა ბხუშანის" ორდენი მიანიჭეს. ნომერ პირველ მილიარდერთან ერთად ინდოეთის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი მისი მეუღლე მელინდაც გახდა. ბილ და მელინდა გეიტსებმა აზიის ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემის განვითარებისა და შიდსთან ბრძოლისთვის რამდენიმე მილიარდი დოლარი დახარჯეს.
მასალის გამოყენების პირობები