კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი ირაკლი სესიაშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ ვახტანგ გომელაურს ძალიან რთულ პერიოდში მოუწევს სამინისტროს ხელმძღვანელობა.
სესიაშვილის განცხადებით, გომელაური პროფესიონალი და გამოცდილი ადამიანია და მას წარმატებას უსურვებს.
,,ბატონ ვახტანგს დავახასიათებ როგორც პროფესიონალს, გამოცდილ კაცს. მას ძალიან რთულ პერიოდში მოუწევს სამინისტროს ხელმძღვანელობა. ერთი ეს არის ყოველდღიური გამოწვევა ქვეყნის წინაშე და მას გამარჯვებას ვუსურვებ კრიმინალთან ბრძოლაში, თუმცა მეორე მხრივ, ცნობილია რომ ვაპირებთ შსს ძირეულ რეფორმას და ამ პროცესში მინისტრის როლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ პარლამენტსა და შს მინისტრს შორის აქტიური თანამშრომლობა იქნება", _განაცხადა სესიაშვილმა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური იქნება. ძალოვანი უწყების ახალი ხელმძღვანელი პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს თავად წარუდგინა