პუტინის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, დასავლეთის მუქარა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ სხვა არაფერია, თუ არა ეკონომიკური შანტაჟი. "ნაცვლად იმისა, რომ ზეწოლა მათზე მოახდინონ, ვინც დიალოგზე უარს ამბობს და კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტა სურს, ეკონომიკურ შანტაჟს ჩვენზე ახორციელებენ. ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი, დესტრუქციული ქმედებაა, რომლითაც რუსეთს ვერ დააშინებენ. მუქარა და შანტაჟი შედეგს ვერასდროს გამოიღებს,"-აღნიშნა პესკოვმა.
მასალის გამოყენების პირობები