დონად ტრამპი პირობას დებს, რომ საპრეზიდენტო მარათონში ჩაერთვება.
"სერიოზულად ვფიქრობ იმაზე, რომ პრეზიდენტის პოსტისთვის ვიბრძოლო"- განაცხადა ტრამპმა. როგორც ტრამპმა განაცხადა რესპუბლიკური პარტიიდან ის სხვა ღირსეულ კანდიდატებს ვერ ხედავს. მით უმეტეს, რომ მიტ რომნმა ერთხელ უკვე სცადა და 2012 წელს ბარაკ ობამასთან დამარცხდა. არადა მილიარდერს აზრით, იმ დროს გამარჯვება ძალიან მარტივი იყო.
ჯორჯ ბუშზე (უმცროსი) საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ "უკანასკნელი რაც გვინდა ესაა კიდევ ერთი ბუში". ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა ბუშის პოლიტიკა განათლებასთან და მიგრაციასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ 2008-2012 წლების საპრეზიდენტო არჩევნებამდე ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, თუმცა საბოლოოდ საკუთარი სიტყვა ბოლომდე არ მიუყვანია.
მასალის გამოყენების პირობები