ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში დაიბარეს. მოჰამედ ჯავად ზარიფის განმარტებების გაკეთება მის წინააღმდეგ აგორებულ პოლიტიკურ სკანდალზე მოუწევს. ირანის პირველმა დიპლომატმა ჟენევაში ვიზიტისას აშშ სახელმწიფო მდივანთან ერთად ქალაქის ქუჩებში გაისეირნა, რაც მის ოპონენტებს ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ. როგორც ზარიფი აცხადებს, მას არც დიპლომატიური ეტიკეტი დაურღვევია და არც სახელმწიფო ინტერესებისთვის მიუყენებია ზარალი. "დიპლომატიური მოლაპარაკებები ხშირად მსგავს არაფორმალურ საუბრებსაც ითვალისწინებს. ჟენევის სასტუმროში კი, სადაც მოლაპარაკება მიმდინარეობდა, არც ბაღია და არც ეზო. ამიტომ, გადავწყვიტეთ 15 წუთი გაგვესეირნა,"-აცხადებს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
მასალის გამოყენების პირობები