ეგვიპტეში დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარ შეტაკებებს ქაიროში 12 ადამიანი შეეწირა. დაღუპულთა შორის ერთი პოლიციელია. მასშტაბური საპროტესტო აქციები ხოსნი მუბარაქის გადაყენების 4 წლისთავის აღსანიშნავად ქაიროსა და ალექსანდრიაში გაიმართა და პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.
მასალის გამოყენების პირობები