პიროვნება, რომელმაც მარიუპოლის მიმართულებით ცეცხლის კორექტირება მოახდინა, დაკავებულია და ჩვენებას აძლევს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, დაკავებულის ჩვენება დღეს დილით გასაჯაროვდება. "ჩვენ ამ ჩვენებას გავასაჯაროვებთ, რათა ყველამ იცოდეს, რომ სეპარატისტების სამიზნეს მარიუპოლის დასახლებული რაიონი წარმოადგენდა,"-აღნიშნა პოროშენკომ.
მასალის გამოყენების პირობები