დიდთოვლობისა და გზების მოყინვის გამო დასავლეთ გერმანიის ჩრდილოეთ რეინი-ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე ერთი დღე-ღამის განმავლობაში 2000-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
,,ჩვენ დავითვალეთ მხოლოდ ის შემთხვევები, რაც უამინდობამ გამოიწვია. დანარჩენი ავარიები ამ სტატისტიკაში არ შეგვიყვანია." - აცხადებენ მხარის სამართალდამცავი ორგანოები.
მათი ცნობებით, ამ შემთხვევების დროს 145 ადამიანი დაშავდა, მათგან 25-მა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.
მატერიელური ზარალი კი წინასწარი მონაცემებით 5,9 მილიონ ევროს აღწევს.
ავტოსაგზაო მოძრაობის გარდა, დიდთოვლობამ ისეთი დიდი საჰაერო საკომუნიკაციო საშუალებების მუშაობაც შეაფერხა, როგორიც მაინის ფრანკფურტის და დიუსელდორფის აეროპორტებია.
დიუსელდორფის აეროპორტში გასულ შაბათს ასამდე შიდა რეისი გადაიდო.