დღეს, 26 იანვარს, დედამიწას ასტეროიდი მოუახლოვდება. ასტეროიდი 2004 BL86 იანვრის ბოლოს დედამიწას რეკორდულად ახლო მანძილზე 1,2 მლნ. კმ-ზე მიუახლოვდება. ეს არის 3-ჯერ მეტი მანძილი ვიდრე მთვარის განლაგება დედამიწასთან მიმართებაში. როგორც აშშ-ს კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, ეს იქნება ბოლო 200 წლის განმავლობაში ეს იქნება ასტეროიდის დედამიწასთან ახლოს მოახლოების ფაქტი. თუმცა ეს რეკორდი 2027 წელს მოიხსნება, როდესაც ჩვენს პლანეტას ასტეროიდი 1999 AN10 ჩაუვლის.
ასტრონომები აცხადებენ, რომ ციური სხეულის მოცულობა დაახლოებით ნახევარ კმ-ს შეადგენს და ის დედამიწისათვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. თუმცა მისი დედამიწასთან მოახლოების ფაქტი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობებს ახალი დაკვირვებებისა და ინფორმაციების შესაგროვებლად.
ასტეროიდის ნახვის შესაძლებლობა მოყვარულ ასტრონომებსაც კი ექნებათ. ასტეროიდი 2004 წლის 30 იანვარს შენიშნეს და ამ პერიოდიდან მასზე მუდმივი დაკვირვება მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები