სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ მასთან შს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს.
,,ამ საკითხზე საერთოდ არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა", - განაცხადა მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ შს უკვე ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე 23 იანვარს დატოვა. ამ ეტაპზე შს მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება მათ შორისაა გიორგი მღებრიშვილი.