ლატვია, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით სარგებლობს, მარიუპოლზე თავდასხმის გამო საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის საბჭოს მოწვევას გეგმავს.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რიგა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ პრორუსი სეპარატისტების ქმედებებს გმობს.
საგარეო უწყების თქმით, მარიუპოლზე თავდასხმა იმის დასტურია, რომ რუსეთი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებით დაინტერესებული არა არის.
მოსკოვს ევროკავშირის თავმჯდომარის განცხადებაზე ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც ცნობილია, შაბათს ქალაქი მარიუპოლი სარაკეტო დანადგარებით დაიბობმა, რის შედეგადაც 30 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 100-ზე მეტი მძიმედ დასავდა.
მასალის გამოყენების პირობები