25 იანვარი უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყნის მოსახლეობა პატივს მიაგებს მარიუპოლში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ტერორისტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპნენ.
„2015 წლის 24 იანვარს, ტერორისტების მიერ მასირებული დაბომბვის შედეგად, მარიუპოლის შვიდობიანი მოსახლეობის ტრაგიკული დაღუპვის გამო, დაღუპულთათვის პატივის მისაგებად ვადგენ: 2015 წლის 25 იანვარი ყკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდეს", ნათქვამია ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პორიშენკის მიერ გამოცემულ ბრძანებულებაში.
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
შეგახსენებთ, რომ ტერორისტების მიერ მარიოპულის დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 30 მოქალაქე, მათ შორის 2 ბავშვი. დაჭრილია 95 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვია.