რუსეთის პრრეზიდენტი ვლადიმერ ოპუტინი ეჭვის თვალით უყურებს იმ ადამიანებს, რომლებმაც ქონება მისი დახმარებით იშოვეს და ამჟამად, დასავლეთის ეკონომიკური საქციების გამო დაზარალდნენ. ამის შესახებ Bloomberg -ი რუსეთის პრეზიდენტთან დაახლეობულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
„ბიზნესმენები ათვითცნობიერებენ საკუთარ ვალდებულებას ოპრეზიდენტის წინაშე და არ სურთ მისი საჯარო კრიტიკა, თუმცა ხვდებიან, რომ მისი პირადი ამბიციები ანადგურებას მათ ქონებას", - აცხადებს წყარო.
სოციოლოგი ოლგა კრიშტანოვსკაია აცხადებს, რომ პუტინისთვის ყველაზე მძიმე პერიოდი დადგა.
„ის ყოველმხივი კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა. მას აკრიტიკებენ, როგორც ლიბერალები ასევე მემარცხენეები", - აცხადებს სოციოლოგი.
პოლიტლოგის სტანისლავ ბელკოვსკის განცხადებით, პუტინს, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახლა მეგობრები არ სჭირდება - „მან რამდენიმე ძალოვანი შემოიკრიბა".
Bloomberg -ი გასული წლის ბოლოს წერდა, რომ რუსეთის ყველაზე მდიდარმა ადამიანებმა საქციების გამო 60 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგეს, რაც მათი ერთობლივი ქონების მეოთხედია.