გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ვერ ხედავს საფუძველს რუსეთისათვის ეკონომიკური საქციების მოსახსნელად. ამის შესახებ მერკელმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განაცხადა.
„ეკონომიკური საქციები გარდავუვალია, მაგრამ ეს არ არის თვითმიზანი. მათი შეცვლა შეიძლება, როდესაც მათი შემოღების საფუძველი არ იარსებებს, მაგრამ ამის წინაპირობა ამჯამად არ არსებობს", - განაცხადა მერკელმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის აღმოსავლეტში ვითარების სამხედრო გზით დარეგულირება შეუძლებელია.
მერკელმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია მსოფლიომ არ მოახდინოს რეაგირება რუსეთის ქმედებებზე ურაინაში.
„მოსკოვმა დაარღვია ევროპული წესრიგის ელემენტარული პრინციპები", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.