აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტოპის ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატია, კანადაში გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პაროდია განასახიერა.
კითხვაზე, სურს თუ არა მას გახდეს აშშ-ის პორეზიდენტი, კლინტონმა უპასუხა: „-ჩვენს ქვეყანაში არსებობს საარჩევნო პროცესი, და ის ისეთი არ არის, როგორიც პუტინთან".
ამის შემდეგ კლინტინმა განასახიერა პუტინის „ფიქრები" იმის შესახებ, ვინ შეიძლება გახდეს რუსეთის პრეზიდენტი.
„ის იყო პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტობის შემდეგ. და უცებ ეუბნება საკუთარ თავს:
„ - ვლადიმერ, თქვენ ისევ გსურთ გახდეთ რუსეთის პრეზიდენტი?"
„- ვფიქრობ, რომ მინდა".
„ - იქნებ პირდაპირ გამოვაცხადოთ ამის შესახებ? ვეტყვით დიმიტრის (მედვედევს. რედ) , რომ მას შეუძლია იყოს პრემიერ-მინისტრი".
„- გადასარევი, გადასარევი იდეაა".
ჰილარი კლინტონმა ბოლოს დასძინა, რომ აშშ-ში არის საარჩევნო პროცესი.