რუსეთის დუმამ რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულება დაამტკიცა.
რატიფიცირებას ხმა დუმის 441-მა დეპუტატმა მისცა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ოკუპირებული აფხაზეთის მეთაურმა რაულ ხაჯიმბამ აღნიშნული დოკუმნეტს ხელი 2014 წლის 24 ნოემბერს ქალაქ სოჭში მოაწერეს.
როგორც დუმის დეპუტატმა, დსთ-სა და ევრაზიული კავშირის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, ხელშეკრულების რატიფიკაცია ,,რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებში ისტორიული მომენტია."
მასალის გამოყენების პირობები