სახელმწიფოს გარედან ნებისმიერი ზეწოლა, მით უმეტეს, ხელისუფლების გადაყენების მიზნით, რუს ხალხს კიდევ უფრო გააერთიანებს. ამის შესახებ დავოსის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პირველმა ვიცე-პრემიერმა იგორ შუვალოვმა განაცხადა. "თუ ჩვენ ვიგრძნობთ იმას, რომ გარედან ვიღაც ჩვენი ლიდერის გადაყენებას ცდილობს, როდესაც ეს ხალხის ნება არ არის, უფრო გავძლიერდებით და გავმთლიანდებით. და ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც ნებისმიერი ერი, რომელიც გარე ზეწოლის ქვეშ ექცევა, საკუთარ ლიდერს არ გაწირავს,"-განაცხადა შუვალოვმა.
მასალის გამოყენების პირობები