"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ინტერნეტში კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელეს. ჯიჰადისტთა განცხადებით, იაპონელ ხალხს არაფერი დაუშავებია, მათი ხელისუფლება კი კი საკუთარ ხალხს ატყუებს და მათი ბედი საერთოდ არ ადარდებს. იაპონიის ორი მოქალაქე ისლამისტებმა გასულ კვირას დაატყვევეს და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 200 მილიონი დოლარი მოითხოვეს. ტოკიომ გამოსასყიდის გადახდაზე უარი თქვა.
მასალის გამოყენების პირობები