იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეს სახალხო დამცველი მონიტორინგს გაუწევს. როგორც ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა აღიშნულ საქმეზე საგამოძიებო ორგანოებმა კონკრეტული შედეგი უახლოეს მომავალში უნდა დადონ.
მისივე განმარტებით, სამართალდამცავი ორგანოებისადმი ნდობა გარკვეულწილად დამოკიდებულია სწორედ იური ვაზაგასვილის ამ საქმის გამოძიებაზე,
,, საგამოძიებო ორგანოებმა უნდა დადონ კონკრეტული შედეგი უახლოესი კვირეების განმავლობაში, რადგან აქ საუბარი არ არის მხოლოდ ერთ ოჯახზე, ერთ ადამიანზე. Aაქ საუბარია ზოგადად ქვეყანაზე, სახელმწიფოებრიობაზე. რეალურად ეს არის საზარელი დანაშაული და სამართალდამცავი ორგანოების ნდობა გარკვეულწილად დამოკიდებულია ამ საქმის გამოძიებაზე", _განაცხადა ნანუაშვილმა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვნეს. ის აფეთქების შედეგად დაიღუპა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
იური ვაზაგაშვილი წლების მანძილზე ითხოვდა 2006 წელს, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას, რომელიც ამ დრომდე არ არის დასრულებული.