კომპანია Google-ს ხელმძღვანელი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ერიკ შმიდტი მიიჩნევს, რომ ინტერნეტის ამდროინდელი ფორმის დღეები დათვლილია. აღნიშნული მოსაზრება ბიზნესმენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.
როდესაც მას კითხეს, თუ რა ბედი ელის ელექტრონულ ქსელებს, შმიდტმა უპასუხა: "მე გიპასუხებთ ძალიან მარტივად: ინტერნეტი გაქრება. იქნება იმდენად ბევრი IP-მისამართები, ელექტრონული მისამართები, ბევრი მოწყობილობა, გადამცემები, რომ ნივთებს, რომელთანაც თქვენ ურთიერთობთ ვეღარც იგრძნობთ. ეს უკვე თქვენი ცხოვრების ნაწილი იქნება",- განაცხადა ბიზნესმენმა.
"თქვენ თვალს ადევნებთ ბევრი, ძლიერი ტექნიკური პლატფორმების წარმოქმნას. ხედავთ როგორ იცვლება ან შეიცვლება დომინირება, ან ლიდერობა, როგორც გინდათ ისე დაარქვით, სმარტფონებისათვის მობილური მოწყობილობებისთვის ",- აცხადებს ის.
"დღეისათვის წარმოუდგენელია განსაზღვრო სამომავლოდ როგორი იქნება ამ მოწყობილობების ინფრასტრუქტურა, რადგანაც ბაზარზე გამოდის მოთამაშეების ახალი კონტიგენტი, რომლებიც აძლიერებენ სმარტფონების მოდიფიკაციას და ვიღებთ სუპერკომპიუტერს"- აღნიშნა შმიდტმა. "ამ დროისათვის მე ამ ბაზარს აბსოლიტურად ღიად ვუყურებ"- განაცხადა Google-ის ხელმძღვანელმა.
მასალის გამოყენების პირობები