საუდის არაბეთის მეფის გარდაცვალების შესახებ ცნობის გავრცელების შემდეგ, ნავთობის ფასმა ზრდა დაიწყო, ვინაიდან ამ ინფორმაციამ ბაზრის მონაწილეები გაურკვევლობაში ჩააგდო, - წერს Reuters-ი.
მეფე აბდულა პარასკევს გარდაიცვალა და ის მეფის ტახტზე ძმამ, სალმანმა შეცვლა, -განაცხადა საუდის არაბეთის სამეფო კარმა - მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნისამ.
თბილისის დროით 9.47 საათითვის, Brent-ი $1,18-ით, $49,70-მდე გაძვირდა ბარელზე, ხოლო WTI-ის ფიუჩერსები - $0,97-ით, $47,28-მდე.
„გაურკვევლობის შიში მხარს დაუჭერს ნავთობის ფასს. მეფე აბდულა მოქმედი სტრატეგიის არქიტექტორია, რომელიც მოპოვების დიდი მოცულობის მხარდაჭერას და ბაზრიდან წვრილი მოთამაშეების გაგდებას ითვალისწინებდა, მოპოვების შემცირების ნაცვლად", - განაცხადა Again Capital LLC-ის პარტნიორმა ნიუ-იორკში ჯონ კილფადმა და დაამატა, რომ ახალი მეფე ცნობილია, როგორც საუდის არაბეთის ინტერესების დამცველი და ამიტომ ბაზარი ელოდება, რომ ის არ შეამცირებს მოპოვებას.
მასალის გამოყენების პირობები