ლიბერიაში სასიკვდილო ვირუს ებოლას საწინააღმდეგო 300 დოზა ექსპერიმენტული ვაქცინა გააგზავნეს. ამ ვირუსმა დასავლეთ აფრიკაში შარშან იფეთქა და ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ჯერ-ჯერობით ეს ექსპერიმენტული პრეპარატის მხოლოდ პირველი პარტიაა. ახალი ვაქცინა სულ 10 ათასმა ადამიანმა უნდა მიიღოს, მათ შორის ექიმებმა, რომლებიც ვირუსისგან მეტად დაზარალებულ სამ ქვეყანაში, გვინეაში, ლიბერიასა და სიერა-ლეონეში მუშაობენ.
ვაქცინა, რომელზეც ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერები ერთობლივად მუშაობდნენ, უკვე 200 ჯანმრთელ მოხალისეზე გამოსცადეს.
მედიკოსები იმდევონებენ, რომ მისი უფრო მასშტაბური გამოცდის შედეგად დაადგენენ, იძლევა თუ არა ვაქცინა ებოლას ვირუსისგან გრძელვადიანი თავდაცვის საშუალებას.