იაპონია მძევლების გასათავისუფლებლად გამოსასყიდს არ გადაიხდის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ განაცხადა. იაპონიის მოქალაქეები, ჟურნალისტი კენძი გოტო და მეწარმე ხარუნი ოკავა "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა სირიაში დაატყვევეს. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ჯიჰადისტები 200 მილიონ დოლარს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მძევლების მიკვლით იმუქრებიან.
მასალის გამოყენების პირობები