დონეცკის ქუჩებში უკრაინელი სამხედრო ტყვეები ჩაატარეს. აეროპორტის ტერიტორიაზე დატყვევებული ჯარისკაცები რამდენიმე საათის წინ ტროლეიბუსის გაჩერებასთან მიიყვანეს, სადაც დღეს დილით ჭურვის აფეთქებამ 13-მდე ადამიანი იმსხვერპლა. "აღლუმის" ინიციატორი დეფაქტო რესპუბლიკის ლიდერი იყო, რომელიც ირწმუნება, რომ უკრაინელი "კიბორგების" ძლიერების მითი დაამსახვრია. ბოლოს "ტყვეთა აღმუმი" სეპარატისტებმა დონეცკში გასული წლის აგვისტოში გამართეს.
მასალის გამოყენების პირობები