აშშ-ში კიდევ ერთი აფროამერიკელი მოკლეს. 19 წლის სენტ-ლუისელ ახალგაზრდას პოლიციელმა ესროლა. ახალგაზრდა აფროამერიკელი გატაცებული მანქანით გადაადგილდებოდა. პოლიციის გამოჩენისას მან სიჩქარეს უმატა, საგზაო ნაწილიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა. როდესაც მანქანასთან სამართალდამცავები მივიდნენ, ახალგაზრდა მანქანიდან იარაღით გადმოვიდა, რა დროსაც ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. პოლიციელთა მიერ აფროამერიკელების მოკვლის ფაქტების გახშირებასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებში გასულ წელს მასშტაბური საპროტესტო ტალღა აგორდა. ხელისუფლებამ ვითარების სტაბილიზება გაჭირვებით შეძლო.
მასალის გამოყენების პირობები