რუსეთის პატრიარქი აბორტების აკრძალვის ინიციატივით გამოდის. შესაბამისი ინიციატივით მან სახელმწიფო სათათბიროს მიმართა. პატრიარქ კირილის თქმით, თავდაპირველად აბორტები სამედიცინო მომსახურების სფეროდან უნდა ამოიღონ. "ის რომ ამას არალეგალური ოპერაციების რაოდენობის გაზრდა მოჰყვება, რეალობისგან შორს დგას, რადგანაც ნაყოფის მოკვლის მსურველები კერძო ექიმებსაც იგივე თანხას უხდიან, რასაც საავადმყოფოებს. თუ აბორტების რაოდენობას ქვეყანაში 2-ჯერ მაინც შევამცირებთ, რუსეთში დემოგრაფიული ვითარება საგრძნობლად გამოსწორდება,"-აღნიშნა პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები