თუ შეერთებული შტატები და ნატო ბალტიის ქვეყნებში სამხედრო კონტინგენტს არ გაზრდიან, ამან შესაძლოა ალიანსის კოლაფსი გამოიწვიოს. ამის შესახებ გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა. "თუ რუსები ბალტიის რეგიონში შეიწევენ და იქ არ დახვდებათ წინააღმდეგობა, ვფიქრობ, ეს ნატოს დასასრული იქნება, "-განაცხადა მაკკეინმა, რომელიც ცოტა ხნის წინ სენატის შეიარაღებული ძალების საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები