კიევი მზადაა სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადოს. ამის შესახებ უმაღლესი რადას უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ სერგეი პაშინსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ამისთვის ყველა პირობა არსებობს და შესაბამისი დოკუმენტიც მომზადებულია, თუმცა კიევი იმ ნეგატიურ შედეგებსაც ითვალისწინებს, რომელიც შესაძლოა სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას მოჰყვეს. კერძოდ კი, კიევი შიშობს, რომ ამ შემთხვევაში საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან დახმარებას ვეღარ მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები