ეუთო აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის მონაწილეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. საგანგებო დეკლარაცია ორგანიზაციამ საკუთარ ვებ-გვერდზე გვიან ღამით გამოაქვეყნა. ეუთო დონბასში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მხარეებს მინსკის შეთანხმების პირობების შესრულებას ავალდებულებს. დონეცკსა და ლუგანსკში კი კვლავ სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. ზავის რეჟიმის დარღვევაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ დონეცკში სეპარატისტებმა მძევლად 8 უკრაინელი ჯარისკაცი აიყვანეს.