კონგრესის წინაშე ტრადიციული ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას ბარაქ ობამა აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. აშშ პრეზიდენტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დაგმო და ღიად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მოსკოვის ქმედებებს წინ აღუდგება. "გასულ წელს ჩვენს პარტნიორებთან ერთად ბევრი ვუმუშავეთ იმისათვის, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა. მანამადე ბევრი ფიქრობდა, რომ ბატონ პუტინის მიერ განხორციელებული აგრესია მისი სტრატეგიული აზროვნებისა და ძალის დემონსტრირება იყო, მაგრამ დღეს ამერიკა ძლიერია და პარტნიორებთან ერთადაა, მოსკოვი კი იზოლირებულია და რუსეთის ეკონომიკა ინგრევა,"-განაცხადა ობამამ.
მასალის გამოყენების პირობები