ყაზახეთის ჟამბილსკის ოლქში ან-2 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც მასში მყოფი 6 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფა შატირკულის მაღაროს მიდამოებში მოხდა. თვითმფრინავი ქალაქ ბალხაშიდან ყარაგანდის ოლქში მიფრინავდა.
,,თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სამი მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა." - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, კატასტროფის კიდევ ერთი წევრი სხეულის მძიმე დაზიანებებით ჰოსპიტალიზებულია.
მასალის გამოყენების პირობები