მოსკოვის ერთ-ერთ რაიონში ბანდიტური ჯგუფის 5 წევრი დააკავეს, მათგან ორი საქართველოს მოქალაქეა.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ 2014 წლის დეკემბერს, მოსკოვი-ყირიმის ტრასაზე ,,ლექსუსის" მარკის ავტომობილით მოძრავ რუს ბიზნესმენს გზა გადაუღობეს, შემდეგ ფეხში დაჭრეს, მისი მანქანიდან 21 მილიონი რუსული რუბლი მოიპარეს და მიიმალნენ.
სამძებრო განყოფილების თანამშრომლებმა ბოროტმოქმედების კვალს ერთი თვის შემდეგ მიაკვლიეს და სპეროპერაციის შედეგად ყველა მათგანი დააკავეს.
მათი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას რუსმა სამართალდამცავებმა 1,5 მილიონი რუბლი, ძვირფასი მაჯის საათები და ორი ძვირადღირებული ავტომობილი ამოიღო.
ფაქტზე ,,განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი ძარცვა-ყაჩარობის მუხლით" აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რმლის მიხედვითაც დამნაშავეებს 15 წლამდე პატიმრობა ელით.
მასალის გამოყენების პირობები