ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე სოხუმის ექსპერიმენტალური პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუსტის მეცნიერები გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებთან ერთად სამი წელია ყივანახველის საწინააღმდეგო ახალ ვაქცინაზე მუშაობენ.
,, მსოფლიოში პირველად ჩვენ მაკაკაზე გამოვცადეთ ყივანახველის მოდელი. გვაქვს პირველადი შედეგები, რომელიც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ინსტიტუტში შეიქმნება ახალი ვაქცინა, რომელიც ყივანახველასთან ბრძოლას უფრო ეფექტურს გახდის და უფრო იაფიც იქნება." - განაცხადა ექსპერიმენტალური პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ზურაბ მექვაბიამ.
ცნობილია, რომ ამ დროისთვის, ყივანახველის საწინააღმდეგო ახალ ვაქცინაზე აქტიურად მუშაობენ ამერიკელი, ფრანგი და სხვა განვითარებული ქვეყნების მეცნიერები.
მასალის გამოყენების პირობები