ირანის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს გულშემატკივარ ქალებთან სელფების გადაღება აუკრძალა. როგორც ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ალი აკბარ მოჰამედზადემ განაცხადა, მსგავსი ფოტოები შემდგომში შესაძლოა პოლიტიკური მიზნებით იქნას გამოყენებული, რის გამოც ავსტრალიაში მიმდინარე აზიის პირველობაზე ირანელი ფეხბურთელები სელფებს უნდა ერიდნონ. იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელები ფედერაციის მითითებას არ შეასრულებენ, ამისთვის სათანადოდ დაისჯებიან.
მასალის გამოყენების პირობები