ხარკოვში მასშტაბური ტერორისტული აქტი განხორციელდა. თვითნაკეთო ბომბი გვიან სარამოს ხარკოვის რაიონულ სასამართლოსთან ამოქმედდა.
აფეთქების შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. 4 მათგანი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია.
მომხდარის გამო ქალაქში კონტრტერორისტული შტაბიბ შეიქმნა. ტერორისტთა დასაკავებლად ხარკოვში მასშტაბური სპეცოპერაცია ტარდება, რომელშიც უკრაინის შსს და უშიშროების სამსახურია ჩართული.