სომხეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. გიუმრიში ჩასვლას დღეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი გეგმავს. "ნოვაია გაზეტას" ინფორმაციით, რუსი სამხედრო მოსამსახურის მიერ დაჭრილი 6 თვის სერიოჟა სარქისიანის გარდაცვალების შემდეგ სომხეთის ხელისუფლებამ გიუმრიში შინაგანი ჯარების შენაერთების შეყვანა დაიწყო. ცნობილი ხდება ისიც, რომ ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული ვალერი პერმიაკოვის სასამართლო პროცესი სომხეთის ტერიტორიაზე გაიმართება, თუმცა მას რუსეთის სამხედრო სასამართლო გაასამართლებს და სასჯელს რუსეთის ტერიტორიაზე მოიხდის.
მასალის გამოყენების პირობები