გიუმრიში ავეტისიანების ოჯახზე თავდასხმის შედეგად დაშავებული 6 თვის სერჟი გარდაიცვალა. ამის შესახებ სომხური საინფორმაციო საგენტო News.am იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის დაღუპვის ფაქტი სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. ავეტისიანების ოჯახზე თავდასხმა 14 იანვარს რუსული სამხედრო ბაზიდან გაქცეულმა სამხედრო მოსამსახურებ განახორციელა.
ვალერი პერმიაკოვმა ოჯახის 6 წევრი მოკლა, 6 თვის სერჟი კი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.