გიუმრის ტრაგედიის გამოძიება უახლოეს ხანებში დასრულდება და დამნაშავეები მკაცრად დაისჯებიან. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სომეხ კოლეგას აცნობა. სატელოფონო საუბრისას პუტინმა სარგსიანს მომხდარის გამო თანაგრძნობა გამოუცხადა და დაღუპვას გადარჩელინი გოგონას სამკურნალოდ გადაყვანა მოსკოვში შესთავაზა. ტრაგედია გიუმრიში 14 იანვარს დატრიალდა. სამხედრო ბაზიდან გაქცეული რუსი სამხედრო მოსამსახურე თავს ავეტისიანების ოჯახს დაესხა და 6 ადამიანი მოკლა. სიკვდილს მხოლოდ ჩვილი გოგონა გადაურჩა, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.
მასალის გამოყენების პირობები