ირაკლი ალასანია „თავისუფალი დემოკრატების" სხვა ლიდერებთან ერთად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
,,თვისუფალი დემოკრატების" ოფისში სხვადასხვა საკითხებზე მომუშავე NGO-ების ხელმძღვანელები შეიკრიბნენ.
„თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები სტუმრებთან ქვეყანაში მიმდინარე ყველა აქტუალურ საკითხს განიხილეს.
შეხვედრას ირაკლი ალასანია, ალექსი პეტრიაშვილი, ნინო გოგუაძე და ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკვე განხორციელებულ და მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებს. განხილულ იქნა საყდრისთან დაკავშირებით საპარლამეტო კომისიის შექმნის საკითხი, ნაფიცმსაჯულთა ინსიტუტი, მოსმენების შესახებ კანონპროექტი.
შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს ჩხრეკის შესახებ კანონზე, უმცირესობის უფლებებზე და საზოგადოებისთვის აქტუალურ ყველა სხვა საკითხზე.