ისლამური სახელმწიფოს ჰაკერებმა იერიში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრზე მიიტანეს.
გატეხილია მათი სოციალური ქსელების ანგარიშები, Twitter-ი და youtube-ი, თუმცა საიდუმლო ინფორმაცია ხელუხლებელია.
,,ალაჰის სახელით, რომელიც ყველაზე მოწყალეა! კიბერ ხალიფატი აგრძელებს თავის კიბერ ჯიჰადს", "ამერიკელო სამხედროებო, ჩვენ მოვდივართ, ფრთხილად იყავით" - ამ შინაარსის შეტყობინებები ტერორისტებმა თავდაცვის უწყების Twitter -ზე დატოვეს.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება თეთრი სახლის ადმინისტრაციამ უკვე გააკეთა და აღნიშნა, რომ კიბერ თავდასხმის ფაქტი ამჟამად შესწავლის პროცესშია.
მასალის გამოყენების პირობები