თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტი "გზავნილები გია ყანჩელს", 2015 წლის 13 იანვარს რუსთაველის თეატრში გაიმართება. დასაწყისი 19:30. ღონისძიების ორგანიზატორია ივენთ-კომპანია "იდეა-ფიქსი".
2015 წელს გენიალურ ქართველ კომპოზიტორს, გია ყანჩელს, 80 წელი უსრულდება. სწორედ ამ თარიღს უძღვნის დავით მალაზონია ახალ მუსიკალურ პროექტს. კომპოზიტორი, რომელიც 15 წლის განმავლობაში გერმანიაში მოღვაწეობდა და თბილისში სულ რამდენიმე წელია, დაბრუნდა, გია ყანჩელის 12 მელოდიის ახლებურ ინტერპრეტაციაზე ბოლო ხუთი წელიწადია, მუშაობს. ის კონსულტაციებს თავად მათ ავტორთან გადის.
გარდა მუსიკალური ნაწილისა, განსაკუთრებულია თავად კონცერტის კონცეფცია. "გზავნილები გია ყანჩელს" იმას გულისხმობს, რომ ღონისძიებაზე მისულ მაყურებელს საშუალება ექნება, ეკრანზე ნახოს წერილები, რომლებიც გია ყანჩელს მისმა ცნობილმა მეგობრებმა მიუძღვნეს, მათ შორის, ნანი ბრეგვაძემ, რობერტ სტურუამ, გოგი ალექსი-მესხიშვილმა, რეზო გაბრიაძემ და სხვა. გარდა ამისა, დამსწრეებს თავადაც ექნებათ საშუალება, დაუწერონ წერილი საყვარელ კომპოზიტორს.
მცირე ხნის წინ სახელოვნებო ინდუსტრია "არტ-პალასის" ხმის ჩამწერ სტუდიაში პაატა ბურჭულაძემ, სპეციალურად ამ პროექტისთვის, ჩაწერა ცნობილი სიმღერა "ცვივა თოვლის ფანტელი", დათო მალაზონიას ახლებური ინტერპრეტაციით. კონცერტში მონაწილეობენ: ნინო სურგულაძე, ანი კეკუა, ეთნო-ჯაზბენდი "ირიაო", სპეციალური სტუმარი გერმანიიდან, ვირტუოზი ტუბისტი კრისტოფ შვაიცერი. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ორკესტრი, დირიჟორი: მირიან ხუხუნაიშვილი.
მხარდამჭერები: თბილისის მერია და თბილისის საკრებულო.
ღონისძიების პარტნიორი კომპანია _ "ჯეოსელი".
სპონსორები: "სამსუნგი", ღვინო "თამადა", "არდი". ოფიციალური გადამყვანი: "გლობალ თრეველი". კონცერტისთვის კოსტიუმები იკერება "ნანა მელქაძის მოდის სახლში". საინფორმაციო მხარდაჭერა: "რუსთავი 2", "პალიტრა მედია", კინოთეატრები: "რუსთაველი" და "ამირანი", "მოდემი".